XII მიკრო-რაიონში 3 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ფანჯრიდან იყურებოდა, მან ვეღარ მოახერხა თავის შეკავება და ეზოში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განაცხადა, რომ პაციენტი დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა. ნახეთ ვიდეო.