რატომ არ მცირდება საწვავსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები

2021-07-22 11:43:38

"რატომ არ მცირდება საწვავსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები, მაშინ როცა ეროვნული ვალუტა მყარდება",- საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პასუხობს, რომ რიგ პროდუქტებზე მსოფლიო ბაზარზე არის ფასის ზრდა, რის გამოც აღნიშნული პროდუქტის ფასი საქართველოშიც ძვირდება.

"ლარის გამყარება არის ეკონომიკის გაჯანსაღების შედეგი, რასაც სხვადასხვა მდგენელები განაპირობებს. ეს არის ექსპორტის ზრდა და აქედან შემოდის უცხოური ვალუტა, ტურიზმი, გარკვეული პრობლემები ხვდება ტურიზმს, მაგრამ მაინც გამოცოცხლებულია. ასევე ფინანსური გადმორიცხვები, რაც შემოდის საქართველოში. რაც შეეხება ფასებს, ის საქონელი, რომელიც არის იმპორტირებული და სადაც ძირითადად პრობლემა იყო ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს პრობლემა თანდათან მოიხსნება.

არის  მთელი რიგი საქონელი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა, მაგალითად ნავთობპროდუქტები, რომელიც ზოგადად ძვირდება მსოფლიოში. რომ მოიკითხოთ ე.წ "პლატცის" ფასებს, დაინახავთ რომ არის უპრეცედენტო ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ კურსთან დაკავშირებული მდგენელი ამ გაძვირებას მოცილდება და შესაბამისად დასტაბილურდება ფასები",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნათია თურნავამ.