2021-07-17 19:01:32
    
		
		
			რუსთაველზე, პარლამენტის წინ ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სხვადასხვა არხის ჟურნალისტი, მედიამენეჯერი, პოლიტიკოსი, კულტურის სფეროს წარმომადგენელი და სამოქალაქო პირები იკრიბებიან.
მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა პირს, ვინც 5 ივლის "პრაიდის მოწინააღმდეგეთა" მიერ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა, ასევე დაისაჯონ ისინი ვინ ეს ძალადობა წაახალისა.
შეგახსენებთ,   რომ 5 ივლის გამართულ აქციაზე საერთო ჯამში ფიზიკური დაზიანება  სხვადასხვა  მედიასაშუალების 53 ჟურნალისტმა და ოპერატორმა მიიღო.