"ვინც იპოვეთ, იქნებ დამიბრუნოთ, 200 ლარს გაჩუქებთ"

2021-07-14 00:38:20

რუსთავში, თოდრიას ჩიხის N5 კორპუსთან სალომე თოხაძემ და მისმა მეუღლემ 840 ლარი დაკარგა და ამ დრომდე ეძებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თოხაძემ უყვება, მან და მისმა მეუღლემ ავტომობილი საცხოვრებელი კორპუსის წინ გააჩერეს, გადმოვიდნენ, რომ სახლში პროდუქტები აეტანათ და სწორედ ამ დროს დაკარგეს აღნიშნული თანხა.

"მანქანიდან გადმოსვლისას ამოუვარდა ჩემს მეუღლეს ერთად ვიყავით. კორპუსთან მანქანა გავაჩერეთ თანხა თან გვქონდა, პროდუქტები უნდა აგვეტანა სახლში, გადმოვედით მანქანიდან და ფოტოზე რა ადგილიც ჩანს მაგ ტერიტორიაზე არის ამოვარდნილი,სახლში შემოსვლისთანავე მოვიკითხეთ თანხა, ეზოშიც ვეძებეთ, კიბეებზეც, ყველგან სადაც შეიძლებოდა",- აცხადებს სალომე თოხაძე.

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული თანხა ვინმემ იპოვა და მას მესაკუთრეებს დაუბრუნებს, თოხაძის თქმით, მპოვნელს 200 ლარით დაასაჩუქრებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები