უბედურ შემთხვევას 3 პირი, მათ შორის 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2021-07-06 00:08:42

უბედური შემთხვევა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემთან.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 მგზავრი ისხდა, ჯერ ბარდიურს შეეჯახა, შემდეგ ამობრუნდა და აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 მამაკაცი და ერთი 7 წლის ბავშვი. ხოლო კიდევ 2 მამაკაცი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარები ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.