2021-07-04 13:54:23
ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ მოზარდი ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი ნაპოვნია და ზღვიდან ამოსვენებულია.
სავარაუდოდ, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.