რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარები ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მე-4 სართულზე საცხოვრებელ სახლში ანთებულ გაზზე საჭმელი დარჩათ, რის გამოც ბინაში დაკვამლიანება იყო.
დამწვრის სუნი მეზობელმა იგრძნო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.