რომელ საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი რუსთავში

2021-05-22 14:20:34

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება.

ინფო რუსთავი დაინტერესდა კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ, რომელ საათამდე იმუშავებენ ავტობუსები რუსთავში.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი მცირედით იცვლება და ავტობუსები მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე მოემსახურებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ აუცილებელია, დაიცვან სოციალური დისტანცია, ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.