რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი 1200-მდე აბონენტი.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" განუცხადეს, მიზეზი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს მომხდარი ავარიული შემთხვევაა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას დღის მეორე ნახევარში აღუდგება.