რუსთავში მამამ შვილი ქამრით სცემა

2021-06-16 23:47:20

რუსთავში მამამ შვილი ქამრით სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.

40 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა, საკუთარი შვილი, 12 წლის ბიჭი ქამრით სცემა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ მამის მიმართ შვილის დაუმოჩილებლობაა.

არსებული ინფორმაციით ფაქტის შესახებ ერთერთი მაღაზიის მოლარემ გაიგო და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წარედგინა.