ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

2021-06-15 00:53:03

20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა  +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 15 ივნისი +32°C, 16 ივნისი +34°C, 17 ივნისი +34°C, 18 ივნისი +34°C.