2021-06-15 00:45:27
რუსთავში ქალი ლიფტიდან ვერ გამოდიოდა.
შემთხვევა XII მიკრორაიონში მოხდა, ახალგაზრდა ქალი პირველ სართულზე ჩამოსვლას ცდილობდა და მოულოდნელად ლიფტი გაიჭედა.
ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
მაშველებმა ქალი ლიფტიდან უვნებლად გამოიყვანეს.