რუსთავში, 3 მამაკაცი ქვეითთა გადასასვლელი ხიდიდან ჯებირებს იპარავდნენ.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურზე, იმ ტერიტორიაზე მოხდა სადაც ქვეითთათვის ლიანდაგზე გადასასვლელი ხიდია მოწყობილი.
ბრალდებულებმა მოაჯირის რკინის ფირფიტები მოიპარეს და სავარაუდოდ ფერადი ლითონის პუნქტში ჩაბარებას აპირებდნენ.
რუსთავის პოლიციამ ფაქტზე 3 მამაკაცი დააკავა, არსებული ინფორმაციით ნივთმტკიცებად ამოღებულია რკინის ფირფიტები, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.