ჯანმრთელობა ადამიანისთვის ნომერ პირველი საზრუნავია. სამედიცინო მომსახურების მიღება კი საქართველოში საზოგადოების ნაწილისთვის ფუფუნების საგანია.
გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალს, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს 100%-ით უფინანსებს.
პირებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულა სახელმწიფო 100%-ით უფინანსებს.
1. ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე
2. ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები
3. ელექტროკარდიოგრაფია
4. სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი
5. გლუკოზა პერიფერიულ სისხლში; კრეატინინი; ქოლესტერინი სისხლში; შრატში ლიპიდების განსაზღვრა; განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე; პროთრომბინის დრო
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა
7. სამედიცინო ცნობის,დასკვნის და რეცეპტის გაცემა,გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.
8. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15,000ლარი. ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა
6-დან 17წლის(ჩათვლით) ასაკის პირებს 100%-ით უფინანსდებათ:
ამ ჯგუფში შემავალი პირები ისარგებლებენ 100%-იანი დაფინანსებით იმ სამედიცინო მომსახურებებით, რომლითაც სარგებლობენ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული პირები. თუმცა 6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის პირებს დამატებით 100%-ით უფინანსდებათ.
1. გეგმური ქირურგიული ოპერაციები წლიური ლიმიტი15,000 ლარი. ონკოქირურგიული და კარდიოქირგიული ოპერაციები
2. ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა (წლიური ლიმიტი20 000ლარი) ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია წლიური ლიმიტი 20000 ლარი
3. სხივური თერაპია