სად იყიდება მიწის ნაკვეთები

2021-06-10 11:51:04

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო 45 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც 14 ივნისს სრულდება, მთლიანად გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება. საიდანაც დიდი ნაწილი 20%-იან და 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება, თუმცა ფასის კლება არ შეხებია, 45 სასოფლო-სამეურნეო მიწიდან არცერთს.

10 სასოფლო-სამეურეო მიწის ნაკვეთი, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირად ყიდის:

ბოლნისი, სოფელი ტალავერი - 6 520 000 ლარი, 140 ჰა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული - 1 444 000 ლარი, 160,3747 ჰა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი (ბალბიანი) - 763 000 ლარი, 69,3053 ჰა.

ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი - 574 000 ლარი, 57,3233 ჰა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული - 539 000 ლარი, 48,9684 ჰა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული - 534 000 ლარი, 56,1217 ჰა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი (ბალბიანი) - 382 000 ლარი, 34,7233 ჰა.

ქალაქი ბოლნისი - 376 500 ლარი, 23,523 ჰა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი - 348 000 ლარი, 31,5826 ჰა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი - 307 000 ლარი, 13,3314 ჰა.