რუსთავში არსებული პროფესიული კოლეჯი "მოდუსი" სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კოლეჯში კორონავირუსული შემთხვევების დაფიქსირება გახდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სასწავლო დაწესებულებაში განუცხადეს, ვირუსი კოლეჯის 3 თანამშრომელსა და სხვადასხვა მიმართულების 2 სტუდენტს დაუდასტურდა.
სასწავლო დაწესებულებაში 10-11 ივნისი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისა და ონლაინ სწავლებისთვის ცხრილების მომზადების მიზნით, დასვენების დღეებად გამოცხადდა.
კოლეჯ "მოდუსში" სასწავლო პროცესი ორშაბათს, 14 ივნისს, ონლაინ რეჟიმში განახლდება და დისტანციურად იმდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რა დროც საჭირო იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.