2021-06-08 19:57:58
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ფონიჭალის დასახლების მიმდებარედ სპეცოპერაცია იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს ეხება.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.