ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მამაკაცი ცემაში შემოაკვდათ.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს.
ნაცემი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით უცნოიბია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.