რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 36 წლის მამაკაცი და 55 წლის ქალი გაიჭედნენ. [ვიდეო/video]
მათი განცხადებით, ლიფტის კაბინაში ყოფნის დროს სადენების სუნი იგრძნეს, რის გამოც ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
მაშველებმა ლიფტის კარების გაღება და ორივეს უვნებლად გამოყვანა შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.