რუსთავში, მტკვარში ქალი გადახტა [photo]

2021-06-07 00:31:52

რუსთავში, მტკვარში ქალი გადახტა.

სუიციდის მცდელობა ცენტრალურ ხიდთან.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 35 წლამდე ქალი მდინარის პირას ჩავიდა და სუიციდი სცადა.

თვითმხილველებმა დარეკეს 112-ზე, ადგილზე მალევე მივიდა რუსთავის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მაშველებმა მდინარიდან ქალი დროულად ამოიყვანეს და მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით ქალის ოჯახს მძიმე სოციალური პრობლემები აქვს.