თბილისის მერია ბიზნესის განვითარებისთვის მოქალაქეებს კიდევ ერთ დახმარებას სთავაზობს. საქმე ეხება ბავშთა დაბადების დღის გასართობ ცენტრებს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ბავშვთა ცენტრებისთვის დახმარება დააანონსა.
თბილისის მერის განმარტებით, მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000-5000 ათასი ლარით დაეხმარება.
„ბავშვთა გასართობი ცენტრებს გვინდა დავეხმაროთ 5000-5000 ათასი ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული, მათ მაქსიმალურად ექნებათ მხარდაჭერა.
განცხადების მიღება გაგრძელდება 10 ივნისამდე. ასევე თბილისის მერიის ვებ-გვერდზე იქნება მითითებული დეტალები. დახმარებას მიიღებს დაახლოებით 70-მდე ობიექტი“,- განაცხადა კახა კალაძემ.