ამერიკული ფეხბურთის რუსთავულმა გუნდმა "სთილერსმა" თბილისური გუნდა "კრუსაიდერი" დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში გუნდებს შორის შეხვედრა ანგარიშით 14:6 დასრულდა.
თამაში რუსთავის მეტალურგის სტადიონზე გაიმართა.
რამდენიმე კვირაში გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, ამჯერად თბილისში.
ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ქვეყნის მასშტაბით 6 გუნდი მონაწილეობს და ფინალი შემოდგომაზე გაიმართება.