აბასთუმანში მაშველები 7 ახალგაზრდას ეძებენ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდები ტყეში 2 ივნისს შევიდნენ და 4 ივნის უნდა გამოსულიყვნენ.
ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა 4 ივნისს, 5 საათზე ტყეში ნახა. 5 ივნისს კი მათ სამძებრო სამუშაოებში მაშველები ჩაერთნენ.
გაუჩინარებულების სამაშველო ოპერაციაში პოლიცია, 40 მეხანძრე-მაშველი, რეინჯერები და დრონებია ჩართული.