ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2021-06-05 23:49:05

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

კომბინატის დასახლებაში ქვეითად მოსიარულე 2 ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ხოლო დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.