რუსთავში, სასნაპიროს ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი "ბეემვეს" მარკის ავტომობილს მოძრაობის დროს, ძრავში გაუჩნდა.
ხანძრის გაჩენის მომენტში ავტომობილში მხოლოდ 1 მამაკაცი, მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა. მას შემთხვევის შედეგად არაფერი დაშავებია.
ადგილზე მობილიზებუკლი იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.