ცოლმა ქმარი დანით დაჭრა

2021-06-05 12:30:58

კახეთში,  სოფელ ვარდისუბანში ახალგაზრდა ქალმა 30 წლის მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი ქალზე  ძალადობდა და აშანტაჟებდა.

დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, სამართალდამცავებმა მეუღლის ინფორმაციის საფუძველზე, ის დააკავეს.