ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლაში [photo]

2021-06-04 20:15:27

რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, სახვითი განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საგამოფენო სივრცეში მოსწავლეებმა მათ მიერ შესრულებული 200-ზე მეტი ნახატი წარმოადგინეს. 

გამოფენის  პარალელურად სკოლის წინ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა მიიღეს.

კონცერტზე ცნობილი საფორტეპიანო ნაწარმოებები შესრულდა.