მაისის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 9 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ აპრილის თვესთან შედარებით, რუსთავში მომხდარი ავარიების რაოდენობა შემცირდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში და მის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
მაისში ყველაზე მეტი ავარია რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე დაფიქსირდა. სწორედ ამ მონაკვეთზე გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი.
ავტოსაგზაო შემთხვევები ასევე დაფიქსირდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, გმირთა მემორიალთან, ქუთაისისა და თბილისის ქუჩებზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდსა და შარტავას გამზირზე.