რუსთავში, სარეაბილიტაციო ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო. [ვიდეო/video]
ანიმატორები, ტორტი, ფეიერვერკი და სხვადასხვა სახის სანახაობა - ბენეფიციარებისთვის ამ დღის მისალოცად ცენტრის ადმინისტრაციის წევრებმა და თანამშრომლებმა განსაკუთრებულად იზრუნეს.
1 ივნისი პატარებს სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიულოცა.
სარეაბილიტაციო ცენტრის ძირითადი მიზანია, მომსახურება გაუწიოს შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათ, ვისაც კონკრეტული მომსახურებების მისაღებად გადაადგილება თბილისში სისტემატიურად გიწევდათ, ახალი ცენტრი საქმეს ძალიან გაგიმარტივებთ.
ცენტრის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს პაციენტის უნარ-ჩვევების რეაბილიტაცია, საზოგადოებაში შემდგომი რეინტეგრაცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
სივრცე აღჭურვილია რეაბილიტაციისთვის საჭირო ინვენტარით, აქ მომსახურებას გაგიწევენ კვალიფიციური კადრები, რომელთაც გავლილი აქვთ საჭირო ტრენინგები და ფლობენ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს, რაც მკურნალობის დადებით შედეგებს აუცილებლად განაპირობებს.
რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ფიროსმანის N30-ში მდებარეობს, ჩართულია "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამაში, რაც არაერთი კატეგორიის ბავშვისთვის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.
ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიმართ ნდობა საკმაპდ მაღალია რაც კმაყოფილ მომხმარებელზე მიუთითებს მიუთითებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 597 10 67 67.