რუსთავში ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა

2021-06-03 00:02:39

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა.

როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა უამბეს, "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ძრავის ამუშავებას ცდილობდა, რა დროსაც ქუჩაში მყოფებმა დაინახეს, რომ ავტომობილს საწვავი გასდიოდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

"ავტომობილს ბენზინი გასდიოდა. დავუძახე, რომ ავტომობილს საწვავი გასდისმეთქი და გადმოვიდა, თან ბავშვიც გადმოიყვანა. მერე უთხრეს, რომ არ აფეთქდეს სახანძროში დარეკეო",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველოს 2 ეკიპაჟი და საპატრულოს ერთი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.