გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 22 პირს დაუდასტურდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 160 პირი გამოიკვლიეს. შემოწმებულთა შორის 5 პედაგოგი, 1 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა მათგან ყველა კოვიდუარყოფითი აღმოჩნდა. კლინიკაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა. კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 187 პირი შემოწმდა.