რუსთავში სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთ ბაღში შეჩერდა

2021-06-02 18:59:43

რუსთავის კიდევ ერთ ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ამის მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო პროცესი N40 ბაგა-ბაღში 2 კვირის განმავლობაში შეწყდება.

ბაღში 460-მდე აღსაზრდელი ირიცხება.