ფოთში სასტიკი მკვლელობა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 22 წლის გოგომ ბებია მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული.
ახალგაზრდას სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება.
ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.