რუსთავში, ბარათაშვილი ქუჩაზე ვიდეო რგოლის გადაღება მიმდინარეობს.
როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკლამო კომპანია "ლივინგსტონი" ერთ-ერთი კომპანიისთვის სარეკლამო რგოლს იღებს.
რუსთავში გადაღებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
40 წამიანი სარეკლამო რგოლი სატელევიზიო სივრცეში ივლისის თვეში გაეშვება.