ბოლო რამდენიმე დღეა რუსთავში, ჰაერში თეთრი ფერის ბალახოვანი მცენარეები დაფრინავს. [ვიდეო/video]
აღნიშნულის შესახებ რუსთაველები ხუმრობენ კიდეც, რომ სურათი, რომელსაც ქალაქის ქუჩებში ვხედავთ, ძალიან ჰგავს თოვლს.
თეთრი ფერის ბალახოვანი მცენარე, რომელიც ჰაერში დაფრინავს, ალბათ შეუმჩნეველი არცერთ რუსთაველს არ დარჩენია. ის თქვენთვის უფრო შესამჩნევი გახდებოდა, თუ უკვე სახლშიც არაერთხელ "გეწვიათ" და "დაუპატიჟებელი სტუმრის გამო" მისი დასუფთავება დღეში რამდენჯერმეც კი გიწევთ.
სოციალური ქსელის "ინფო რუსთავის" ღია ჯგუფში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა პოსტს, რომელიც სწორედ ამ თეთრ მცენარეს შეეხებოდა. როგორც ჩანს, რუსთაველებს აინტერესებთ, რა არის ის, რაც ქალაქის ქუჩებში დაფრინავს და საიდან მოდის "თოვლი", წელიწადის ყველაზე ცხელ დროს.
აღნიშნული ბალახოვანი მცენარის მდელოს "ინფო რუსთავმა" რუსთავში, მოდებაძის ქუჩაზე მიაკვლია. სავარაუდოდ, ქარიანი ამინდის დროს, "ფიფქები" ქალაქის ქუჩებში სწორედ ამ ტერიტორიიდან იფანტება.