ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-27 22:34:09

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 17 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 165 პირი გამოიკვლიეს.

შემოწმებულთა შორის 11 პედაგოგი იყო, თუმცა მათგან ყველა კოვიდუარყოფითი აღმოჩნდა.

კლინიკიდან 19 პირის ბიოლოგიური მასალა კი, "პისიარ" კვლევაზე ლაბორატორიაში გაიგზავნა.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 317 პირი შემოწმდა. შემოწმებულებს შორის იყო 175 პედაგოგი, რომელთაგან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

დიაგნოსტიკური ცენტრიდან "პისიარ" კვლევაზე 42 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა. კვლევის პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.