ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე [photo]

2021-05-26 19:11:28

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, გაჩერებული "მერსედესის" მარკის ავტომობილს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.