აღდგა თუ არა ავტომობილების მოძრაობა რუსთავის ცენტრალურ ხიდზე

2021-05-26 15:28:03

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა 2 საათის განმავლობაში იყო აკრძალული.

ხიდის გადაკეტვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ვიდეორგოლის გადაღების გამო მოხდა.

დღის 12:00 საათამდე მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა.