რუსთავში "სინოვაკით" ვაქცინაცია დაიწყო

2021-05-26 15:09:38

რუსთავში ჩინური წარმოების "სინოვაკით" ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

როგორც ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, "სინოვაკით" აცრაზე რუსთავში უკვე ყველა ადგილია დაჯავშნილი.

მისივე თქმით, ვაქცინაციაზე, დაახლოებით, 300 პირია დარეგისტრირებული.

როგორც დავით ბეგაშვილი აღნიშნავს, "სინოვაკის" დოზებთან დაკავშირებით ქალაქს პრობლემა არ აქვს და მსურველებს დარეგისტრირების საშუალება უახლოეს მომავალში კიდევ მიეცემათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც გამოიყენება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის.