ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-24 08:07:45

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 9 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 64 პირი გამოიკვლიეს.

ადამიას თქმით გატესტილ პირებს შორის 4 ტაქსის მძღოლი და 3 მასწავლებელიც იყო, თუმცა ვირუსი არცერთ არ დადასტურებია.