რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარია. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მე-7 სართულზე საცხოვრებელი ბინის აივანზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს სამსახურის 2 ეკიპაჟი. მე-12 მიკრორაიონში ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.