რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცს ალკოჰოლური ზედოზირება ჰქონდა.
როგორც თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი ლეონიძის ქუჩაზე ველოსიპედიდან გადავარდა და გონება დაკარგა.
გამვლელებმა ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცს ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ის მალევე კონტაქტური იყო და მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
ლეონიძის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.