აქციას "მოდი ღამე მუზეუმში" ტრადიციულად რუსთავის ისტორიული მუზეუმიც შეუერთდა.
კვირეული, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, დღევანდელი ღონისძიებით დასრულდა.
"ღამე მუზეუმში" - იდეის მთავარი მიზანი იმ ადამიანებისთვის მუზეუმის კარის გახსნაა, რომელთაც დღის საათებში იქ მისვლა არ შეუძლიათ.
მუზეუმი ამჯერად სტუმრებს პანდემიიდან გამომდინარე 01:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათამდე მასპინძლობდა, მათი მიღება კი, 18:00 საათზე დაიწყო.
პანდემიიდან გამომდონარე, მხოლოდ ღია სივრცეში - მუზეუმის ეზოში გიმართა ღონისძიებაც, რომელიც სადღესასწაულოდ იყო მორთული.
"დღეს სრულდება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც მოამზადა ჩვენმა მუზეუმმა. შევთავაზეთ სტუმრებს გამოფენა, გიორგი ჩაჩანიძის მიერ მომზადებული მინიატურების ახალი კოლექციის, ვთავაზობთ ასევე ვთავაზობთ მუსიკას, რომელსაც შეცვლის პოეზია და ამით დავხურავთ მუზეუმის წლევანდელ სეზონს", - განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილორბივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.