რუსთავში საპატრულო პოლიციამ "ბოლო ზარში" მონაწილე 5-მდე ავტომობილი დააჯარიმა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლებს სამართალდამცავებმა ჯარიმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე პრიმა მუხლის მიხედვით გამოუწერეს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევას გულისხმობს.
კურსდამთავრებულები მოძრავი ავტომობილის ღია ფანჯრებიდან ნახევრად გადმოსულები იყვნენ და მაისურებს აფრიალებდნენ.