მარნეული-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევამსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და კუმისიდან მომავალ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 მძიმედ დაშავდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.