19 მაისს რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება

2021-05-18 11:53:08

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

19 მაისს, რუსთავში, ლომოურის და შარტავას ქუჩების კვეთაზე   წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 მაისის 15:00 სთ დან 18:00 სთ მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

მე-7ა მ/რ-ს N1, 2, 3 და შარტავას ქუჩა N 4-ის  მიმდებარე ტერიტორიას.

ასევე,  მესხიშვილის მესამე გასასვლელის N10-თან, მოქალაქის კუთვნილ  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 მაისს  11:00 სთ დან 14:00 სთ მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
მესხიშვილის მე-3 გასასვლელის N 6,  8, 10 და ლეონიძის ქუჩის N14-24.