დმანისში შს მინისტრი ჩავიდა

2021-05-17 15:03:56

დმანისში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.

გომელაურის განცხადებით, დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

"ძალიან სამწუხაროა რაც გუშინ მოხდა. გუშინვე დავიწყდეთ გამოძიება. ერთი მინდა ვთქვა, რომ ყველა დაისჯება, ვინც კანონი დაარღვია",- განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

დმანისის პოლიციის შენობაში შეხვედრაზე ასევე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, პარლამენტარები სოზარ სუბარი და ზაურ დარგალი.

შეგახსენებთ, რომ დმანისში 16 მაისს ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკურად დაუპირისპირდა. ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა დღესაც.

პოლიციის შენობასთან ამ დრომდე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და კრიმინალური პოლიცია.