დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. ქუჩაში ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობაა შეკრებილი, რომლებიც, მათი თქმით, გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების დასანგრევად მიდიან. მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეთა შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი. ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.