გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 11 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 60 პირი გამოიკვლიეს.
კლინიკაში 1 ახალი შემთხვევა "პისიარ" ტესტირების შედეგად გამოვლინდა.
გატესტილ პირებს შორის 10 მასწავლებელი იყო, თუმცა ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია.