ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი მდინარე ალაზნის არხში ჩავარდა. ავტომობილში სამი მგზავრი, მათს შორის 6 წლის ბავშვი იყო.
მამაკაცმა და ბავშვმა ავტომობილიდანა მოსვლა მოახერხეს, ხოლო ქალმა ვერა და არხში დაიხრჩო.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.